მთავარი » მსოფლიო » „ეს ნიშნავს მეტ დაავადებას და სიკვდილს, მეტ შიშს და სტიგმას“ – ზაზა წერეთელი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებულ საფრთხეებზე

„ეს ნიშნავს მეტ დაავადებას და სიკვდილს, მეტ შიშს და სტიგმას“ – ზაზა წერეთელი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებულ საფრთხეებზე

ამ მომენტისათვის მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 1122 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ, კორონავირუსისგან განსხვავებით, ეს არ იქნება პანდემია, რომელმაც შეიძლება მილიონობით ადამიანი შეიწიროს. ამასთან, მისი განმარტებით, არაენდემურ ქვეყნებში შემთხვევები ჯერჯერობით მსუბუქია და ზოგადად მაიმუნის ყვავილი ნელა ვრცელდება. თუმცა, წერეთლის შეფასებით, იმ ფაქტმა, რომ ის კოვიდივით საშიში არ არის, არ უნდა გამოიწვიოს მის მიმართ ყურადღების მოდუნება.

„პრობლემა შეიძლება გახდეს ის, რომ monkeypox ვირუსი ბევრად უფრო ფართოდ გავრცლდეს და ბევრ ქვეყანაში გახდეს ენდემური დაავადება. ეს კი ნიშნავს მეტ დაავადებას და სიკვდილს, მეტ შიშს და სტიგმას და მეტ შესაძლებლობებს ვირუსისთვის, რომ განვითარდეს და გახდეს უფრო თავის ტკივილი.

შესაძლოა, ვირუსმა კვლავაც გააგრძელოს გავრცელება msm-ებს შორის და დამკვიდრდეს ამ სექსუალურ ქსელებში ისე, რომ გაძნელდება მისი მოშორება.

ის შეიძლება გავრცელდეს სხვა ჯგუფებშიც და ქვეყნებს, რომლებსაც ნაკლებად განვითარებული ლაბორატორიული შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ვთქვათ დიდ ბრიტანეთს ან პორტუგალიას, და შესაბამისად მათ შეუძლია გაუჭირდეთ რათა გაუმკლავდნენ კიდევ ერთ რთულ ვითარებას, ნაკლები მეთვალყურეობით ან ნაკლები რესურსებით ჯანდაცვის სისტემაში.

მას შეუძლია ისევ გადავიდეს ცხოველებში შინაურ ცხოველებთან ან გარეულ ცხოველებთან კონტაქტის გზით და დამკვიდრდეს ცხოველთა რეზერვუარში ისეთ ადგილებში, სადაც ადრე არ არსებობდა, ადამიანებში ახალი გადასვლის მუდმივი რისკით. რა თქმა უნდა, შეიძლება სამივე ეს ვერსია გათამაშდეს

ამ დაავადებას აქვს ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი და ის შემთხვევები რომლებიც ახლა ფიქსირდება, არ არის ახალი დაინფიცირების შედეგი, ეს რამოდენიმე კვირის წინ მოხდა… ამავე დროს არის დაინფიცირება, რომელიც ხდება ახლა და რომელთა შესახებ ჯერ არაფერი ვიცით და ეს ართულებს სიტუაციას. თანაც როგორც ჩანს, ბევრ შემთხვევას არ აქვს კავშირი სხვა შემთხვევებთან და დაავადება ხშირად ატიპიურად გამოიყურება, ამიტომ ბევრი შემთხვევა შეიძლება ვერ დაფიქსირდა და შესაბამისად კიდევ უფრო ფართო გავრცელებასთან გვქონდეს საქმე.

კონტაქტის დადგენა და მასზე თვალყურის დევნებაც ცოტა რთულია მრავალი ახლო კონტაქტის (ანუ ანონიმური სექსუალური კონტაქტების) ხასიათის გათვალისწინებით. ეს ასევე ართულებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ჩარევას.

ისეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევებმა აჩვენა, ამერიკაში ამ მომენტში სულ მცირე 2 გენეტიკურად განსხვავებული მაიმუნის ჩუტყვავილას ვარიანტი ცირკულირებს, რაც გარკვეულწილად ართულებს ამ გავრცელების წარმოშობის დადგენას

მიუხედავად იმისა, რომ CDC-ს ჯერ არ დაუმთავრებია აშშ-ს ყველა დადასტურებული შემთხვევის გენური სეკვენირება, ორი შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ ის გენეტიკურად მსგავსი იყო 2021 წელს დაფიქსირებულ ინფექციასთან ტეხასის შტატში ნიგერიაში მგზავრობის ისტორიით. შეერთებული შტატების დანარჩენი შემთხვევები ჰგავს ევროპაში შემთხვევების გენეტიკურ კოდებს

შესაბამისად ეს თავის მხრივ, აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია ცირკულირებს მაიმუნის ყვავილი აფრიკის გარეთ და რამდენად გადამდებია ეს ვირუსი.

ასე რომ, მართალია ნამდვილად არ არის პანიკის საბაბი, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ რომ გვაქვს შემთხვევების მატება და ჩვენ არ შეგვიძლია ამის იგნორირება. შესაბამისად უნდა ვიყოთ მზად გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად

ამას დასჭირდება ძალიან ძლიერი მოქმედება გლობალურ დონეზე, რომ შევძლოთ გავაკეთოთ ძლიერი ეპიდმეთვალყურეობა, შემთხვევის იდენტიფიკაცია, კარგი ეპიდ კვლევა, კონტაქტების მოძიება და კარგი გენომიური ეპიდემიოლოგია რომ ვირუსზე წინ ვიყოთ

გარდა ამისა, კოვიდ პანდემიის გაკვეთილების გათვალისწინებით მიღებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები უნდა იყოს ღია, მიუკერძოებელი და უდგებოდეს ადამიანებს განსჯის გარეშე. პოლარიზებული კლიმატი ამას არ გააადვილებს. დიახ, ჩვენ გვაქვს თერაპიული საშუალებები და ვაქცინები, მაგრამ ისინი არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანები, რომლებსაც ისინი სჭირდებათ, არ გენდობიან,“ – წერს ზაზა წერეთელი.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …