მთავარი » მსოფლიო » ფსიქოლოგიური დახმარება 15 მილიონ უკრაინელს დასჭირდება – ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზი

ფსიქოლოგიური დახმარება 15 მილიონ უკრაინელს დასჭირდება – ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზი

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინის მოქალაქეების ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„ერ ბე კა უკრაინის“ ინფორმაციით, ყოველი მეათე უკრაინელი ომის შედეგებს საშუალო ან მძიმე დაავადების სახით იგრძნობს.

„ყოველდღიურად ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იგრძნობენ შედეგებს, გაიზრდება. მათაც კი, ვინც შეძლო ომის პირველი თვეების წყნარად გადატანა, მენტალური გამოფიტვა ელოდებათ, რადგან ომის პირობებში მუდმივმა ყოფნამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს,“ – აღნიშნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზით, მომავალში ფსიქოლოგიური დახმარება 15 მილიონ უკრაინელს დასჭირდება. მათგან 3-4 მილიონისთვის კი აუცილებელი იქნება მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …