მთავარი » მსოფლიო » ანდრეი შევჩენკომ უკრაინის პედიატრიული კლინიკისთვის 400 ათასი ევროს ღირებულების მედიკამენტები შეიძინა

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის პედიატრიული კლინიკისთვის 400 ათასი ევროს ღირებულების მედიკამენტები შეიძინა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში “Смілива Україна“, რომლის მიზანიც უკრაინელების დასახმარებლად თანხები შეგროვებაა.

ამასთან, შევჩენკომ უკრაინელებისთვის მედიკამენტების მსხვილი პარტია შეიძინა.

კერძოდ, მან უკრაინისთვის იყიდა წამლები, რომელთა ჯამური ღირებულება 400 ათასი ევროა. მედიკამენტების პირველი პარტია უკვე შევიდა უკრაინაში, მათ უკრაინის უმსხვილესი პედიატრიული კლინიკა „ოხმატდიტი“მიიღებს.

ანდრეი შევჩენკო აქტიურად ეხმარება უკრაინას ომის პერიოდში. მან ლონდონში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. ის ასევე ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ პოსტებს.

17 აპრილს შევჩენკომ განაცხადა, რომ მას სრულიად ნეგატიური პოზიცია აქვს „რუსულ სამყაროსთან“ დაკავშირებით.  „მე მას ვერ აღვიქვამ. ვერანაირი ქმედებები ვერ გაამართლებს იმას, რაც დაიწყეს უკრაინელი ერის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ომი არაა, ეს გენოციდია,“ – განაცხადა მან.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …