მთავარი » მსოფლიო » ვერეშუკი: 20 აპრილს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

ვერეშუკი: 20 აპრილს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

უკრაინულმა მხარემ მოახერხა რუს ოკუპანტებთან შეთანხმება მარიუპოლიდან ქალებისთვის, ბავშვებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ. მათ გამოსვლა დღეს, 20 აპრილს შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცემა DELO.UA უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშუკზე დაყრდნობით იუწყება.

დასახელდა ლოკაცია, სადაც ადამიანებს ევაკუაციის მიზნით შეკრებენ. მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა 14:00 საათიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, როგორც ვერეშუკმა აღნიშნა, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძალიან რთული სიტუაციის გათვალისწინებით, დერეფნის მოქმედების პერიოდში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს. ამიტომ გთხოვთ თვალი ადევნოთ ოფიციალურ ცნობებს. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ ყველაფერმა სათანადოდ იმუშაოს,“ – განაცხადა ვერეშუკმა.

ცნობილია, რომ რუსი სამხედროები „აზოვსტალიდანაადამიანების ევაკუაციის მიზნით “ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“ დათანხმდნენ, თუმცა 19 აპრილს, მსგავსი დაპირების შემდეგ ოკუპანტებმა ქალაქში ბრძოლები გაააქტიურეს.

მანამდე დამპყრობლები უარს აცხადებდნენ, გასვლის შესაძლებლობა მიეცათ მარიუპოლში მყოფი ადამიანებისთვის. ქალაქში, აზოვსტალს, სადაც სამხედროებთან ერთად, არსებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობაც აფარებს თავს, რუსი აგრესორები აქტიურად ბომბავენ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …