მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა – 28 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში, ერთი კვირის ინტერვალში, ლეტალობის დონე მკვეთრად, 43%-ით შემცირდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.
„ზრდის შემდეგ, რომელიც 2022 წლის მარტის პირველ ნახევარში დასფიქსირდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება. ამასთან, ერთ კვირაში, 28 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში კლებამ 16% შეადგინა. ყოველდღიური გარდაცვალების მაჩვენებელმა კი მკეთრად, 43%-ით იკლო წინა კვირასთან შედარებით,“- ნათქვამია ჯანმოს მოხსენებაში.
3 აპრილის მდგომარეობით მთელ მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 489 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული. 6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.