ჩინეთის აღმოსავლეთში, ცზიანსუს პროვინციაში კორონავირუსის შტამის ახალი ქვევარიანტი ВА 1.1 გამოავლინეს. ინფორმაციას Global Times-ი ავრცელებს და წერს, რომ ეს ვარიანტი მიმდინარე წლის 28 მარტს დაფიქსირდა და მისი თვისებების შესასწავლად გარკვეული დრო იქნება საჭირო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი ქვეშტამი მანამდე მსოფლიოში არსად დაფიქსირებულა, რაც რეგიონში ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას მეტ საფრთხეს უქმნის.
„ომიკრონის“ შტამი გასული წლის შემოდგომაზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. იგი მაღალი გადამდებლობით, თუმცა დაბალი ლეტალობით ხასიათდება.
მოგვიანებით „ომიკრონმა“ მუტაცია დაიწყო და გამოჩნდა ქვეშტამები ВА.1 და ВА.2. ეს უკანასკნელი ყველაზე უფრო გადამდებია SARS-CoV-2-ის იმ ვარიანტებს შორის, რომლებიც დღემდე წარმოქმნილა.
ამასთან, ჯანმოში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია. ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა წელს და სრულდეს, თუმცა ეს ვადა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხერხდება თითოეულ ქვეყანაში მოსახლების 70%-ის აცრა.