მთავარი » მსოფლიო » უკრაინას ომის შემდეგ ჯანდაცვის სექტორის აღდგენის გეგმა უკვე აქვს

უკრაინას ომის შემდეგ ჯანდაცვის სექტორის აღდგენის გეგმა უკვე აქვს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეადგინა ომის შემდგომ სამედიცინო დარგის აღდგენის გეგმა. ახლა კი ყველა ზომას იღებს, რათა სამედიცინო დახმარება გაუწიოს ადამიანებს გათავისუფლებულ ტერიტორიებსა და ყველა იმ ადგილზე, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრინფორმის“ მონაცემებით, ამის შესახებ ნაციონალური ტელემარათონის მსვლელობისას ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ომის შემდგომ პერიოდში სამედიცინო სფეროს აღდგენის პროექტი. ეს დარგი იქნება მოდერნიზებული…“ – განაცხადა ვიქტორ ლიაშკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უკვე სწავლობს კიევის ოლქში, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საავადმყოფოების მდგომარეობას.

„დღეს გაიმართა მორიგი სხდომა, ჩვენ გვესმის, რომ მაკაროვში საავადმყოფო განადგურდა. ჩვენ სამედიცინო დახმარებას ავამუშავებთ ალტერნატიულ ადგილებში, რათა ის ყველამ მიიღოს. ბოროდიანკაში საავადმყოფო ერთ კვირაში ვერ აღდგება. ამავდროულად ბუჩასა და გოსტომელში ისინი იმუშავებს, ივანკოვშიც საავადმყოფო იმუშავებს,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში ელოდებიან ჩერნიგოვის ოლქის სრულ დეოკუპაციას, რათა ეს პროცესი იქაც დაიწყოს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …