მთავარი » მსოფლიო » რუსეთი იმპოტენციის სამკურნალო და სხვა იმპორტირებული მედიკამენტების გარეშე რჩება

რუსეთი იმპოტენციის სამკურნალო და სხვა იმპორტირებული მედიკამენტების გარეშე რჩება

ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანია Sanofi-მ რუსეთისა და ბელორუსისთვის გარკვეული დასახელების წამლებისა და ვაქცინების მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ გამოვდივართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ და სრულიად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო საზოგადოებას,“ – განაცხადა კომპანიამ.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტს ნებისმიერ ახალ ხარჯს, რომელიც არ უკავშირდება რუსეთსა და ბელორუსში ძირითადი და სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლებისა და ვაქცინების მიწოდებას.

ამასთან, არ ზუსტება, კონკრეტულად რომელი მედიკამენტების შეტანის შეჩერებაზეა საუბარი.

Sanofi უშვებს ისეთ მოხმარებად მედიკამენტებს, როგორიცაა „მაგნე ბ6“, „ფრიზიუმი,“ „ერსეფურილი,“ „მაალოქსი,“ „ამარილი“ და სხვა. კომპანია ასევე აწარმოებს ვაქცინებს, მათ შორის „ავაქსიმსა“ და ჰეპატიტ ა-ს საწინააღმდეგო პრეპარატებს.  კომპანიას რუსეთში საკუთარი ქარხანაც აქვს, სადაც ამზადებენ ინსულინს, რომელიც ექსპორტზე ევროპაში გადის. იქვე მზადდება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.

Sanofi არ არის პირველი უცხოური ფარმაკოლოგიური კომპანია, რომელმაც რუსეთში საკუთარი საქმიანობის შეზღუდვის შესახებ განაცხადა.

მანამდე ამერიკულმა Eli Lilly-მ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთისთვის სხვადასხვა მედიკამენტების მიწოდება შეეწყვიტა. როგორც რუსული გამოცემა “ერ ბე კა” წერს, კომპანიის წარმოებულ იმ მედიკამენტებს შორის, რომლებსაც რუსეთი ვეღარ მიიღებს,  ერექციის დარღვევებისა და იმპოტენციის სამკურნალო პრეპარატი „სიალისია.“ კომპანიამ ასევე დროებით შეაჩერა ყველა ინვესტიცია და სარეკლამო კამპანია რუსეთის ბაზარზე. რუსეთში ინვფესტიციები შეაჩერეს ამერიკულმა Pfizer-მა და MSD-მ, ასევე შევიცარიულმა Novartis-მა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არ ეშინიათ მედიკამენტების დეფიციტის და აუცილებლობის შემთხვევაში ცალკეული სამკურნალო საშუალებების დეფიციტის კომპენსაციას დისტრიბუტორები განახორციელებენ.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …