ევროპის ალერგიის და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიაში რუსეთის წევრობა შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ავრცელებს.
მისი თქმით, შესაბამისი წერილი ევროპის ალერგიის და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიიდან დღეს მიიღეს და მასში აღნიშნულია:
“ჩვენ არ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას რუს ექიმებსა და მეცნიერებს იმ სისასტიკისთვის, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის სამთავრობო გადაწყვეტილებები ვრცელდება მის მოქალაქეებზეც. ჩვენ არ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ნეიტრალური პოზიცია დავიკავოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ რუსეთის წევრობა ალერგიის ეროვნული საზოგადოებების კომიტეტში, მათ შორის ორმაგი წევრობის შეღავათები, შემდგომ გაფრთხილებამდე”.