მთავარი » მსოფლიო » „ესაა სუსტების სამარხვინო და მდაბიო საქციელი“ – რუსეთის ჯარი უკრაინაში საავადმყოფოებს ბომბავს

„ესაა სუსტების სამარხვინო და მდაბიო საქციელი“ – რუსეთის ჯარი უკრაინაში საავადმყოფოებს ბომბავს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, რუსული ჯარები ესვრიან უკრაინის საავადმყოფოებს, რაც ჟენევის კონვენციის პირდაპირი დარღვევეა.

„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ჯანდაცვის მინისტრი წერს:
„რუსი ოკუპანტები ახორციელებენ სროლას საავადმყოფოებისთვის მიმართულებით. ესაა რუსეთის ჯარების მიერ ჟენევის კონვენციის დარღვევა. ესაა სუსტების სამარხვინო და მდაბიო საქციელი. ოკუპანტების ასეთი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას  და ეწინააღმდეგება ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმებს,“ – განაცხადა ლიაშკომ.
მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საავადმყოფოები სრულ მზადყოფნასია, მუშაობენ ყველა რეგიონში და ადამიანებს დახმარებას გაუწევენ ნებისმიერ ვითარებაში.

შეგახსენებთ: გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დონეცკის ოლქში, ქალაქ უგლედარში საავადმყოფო დაიბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ცნობისთვის: ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია დაჭრილების, ავადმყოფების, ინვალიდებისა და მშობიარეების დასახმარებლად ორგანიზებულ სამოქალაქო საავადმყოფოებზე ნებისმიერ გარემოებებში თავდასხმის განხორციელება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …