ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა გამართა სხდომა, რომელზეც „ომიკრონის“ შტამის შესახებ ბოლო მონაცემები მოისმინა. მათ შორის განხილულ იქნა BA.1 და BA.2 ქვეშტამები.
კერძოდ, ჯგუფი დაინტერსდა შტამის გადაცემის, სიმძიმის, რეინფირიცრების, დიაგნოსტიკის, თერაპიისა და ვაქცინების ეფექტიანობით. სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა უნდა გააგრძელონ BA.2-ის ვარიანტის კონტროლი.
ომიკრონი, რომელსაც შემაშფოთებელი შტამის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, ამ ეტაპზე დომინანტი ვარიანტია და მთელ მსოფლიოში ცირკულირებს. იგი რამდენიმე ქვეშტამითაა წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ჯანმოს დაკვირვების ქვეშაა. მათგან ყველაზე ფართოდ BA.1, BA.1.1 და BA.2 არის გავრცელებული.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში დარეგისტრირებულ შემთხვევებს შორის BA.2-ით დაინფიცირების ფაქტების რაოდენობა, BA.1-თან შედარებით გაიზარდა. თუმცა აღინიშნა ისიც, რომ ყველა ვარიანტის გლობალური გავრცელება იკლებს.
ექსპერტების მოსაზრებაა, რომ BA.2 განსხვავდება BA.1-სგან თავისი გენეტიკური შინაარსით, მათ შორის გარკვეული განსხვავებებია ამინომჟავებსა და სპაიკ ცილებში. ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ BA.1-სთან შედარებით BA.2-ს გავრცელების უფრო ძლიერი უნარი აქვს.
მკვლევარები ახლა სწორედ ამ თვისებას სწავლობენ, თუმცა პირველადი მონაცემები ადასტურებს, რომ BA.2 თავისი ბუნებით უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ქვეშტამია.
თუმცა, ეს სხვაობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, განსხვავება BA.1-სა და Delta-ს შორის.
კვლევებმა ასევე შეაფასა რეინფიცირების რისკები. დოკუმენტურად დადასტურებულია BA.2-ით დაინფიცირების რისკები BA.1-ის გადატანის შემდეგ, თუმცა პოპულაციის დონეზე რეინფიცირების ფაქტების კვლევები მიანიშნებს, რომ BA.1-ით დაინფიცირება უზრუნველყოფს სანდო დაცვას BA.2-ით ხელახალი ინფიცირებისგან, ყოველ შემთხვევაში დროის გარკვეული პერიოდი სგანმავლობაში, რომელიც ამ დრომდეა გასული.
ტექნიკურმა ჯგუფმა ასევე განიხილა იაპონიიდან მიღებული წინასწარი ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც იმუნიტეტის არმქონე ცხოველების მოდელს ეფუძნება. კვლევებმა დაადასტურა, რომ BA.2-მა შესაძლოა უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს, ვიდრე BA.1-მა.
ამასთან, მკვლევარებმა გააანალიზეს რეალური მონაცემები სამხრეთ აფრიკაში, გაერთიანებულ სამეფოსა და დანიაში დაინფიცირებულების შესახებ, სადაც ვაქცინაციით გამოწვეული ან ბუნებრივი იმუნიტეტი მაღალია და ამ ნაწილში ორ ქვეშტამს შორის, დაავადების სიმძიმის კუთხით, გაიმე განსხვავება არ აღმოჩენილა.
წყარო: www.who.int