მთავარი » მსოფლიო » ჯანმო ახალი შტამების გამოჩენას ელოდება და პანდემიის დასასრულს ვერ ხედავს

ჯანმო ახალი შტამების გამოჩენას ელოდება და პანდემიის დასასრულს ვერ ხედავს

კორონავირუსული ინფექციის პანდემია არ სრულებულა –  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი შტამების გამოჩენას ელოდება. ამის შესახებ ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ჩვენ ვნახეთ, როგორ ვითარდება და მუტაციას განიცდის ვირუსი. ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ გამოჩნდება ახალი, შეშფოთების გამომწვევი ვარიანტები.”- განაცხადა სვამინატანმა სამხრეთ აფრიკაში, ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან ჯანმოს ხელმძღვანელთან ერთად ვაქცინების საწარმოები მოინახულა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …