თბილისში ევრაზიის ინფექციურ დაავადებათა მე-7 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. 30 სექტემბერიდან 3 ოქტომბრის სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევრაზიის ინფექციურ დაავადებათა მე-7 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.
კონგრესის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური მიკრობიოლოგიის საზოგადოება; საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
როგორც კონკრესის წარმოამდგენლები აცხადებენ, საქართველოში ამ დონის ღონისძიება პირველად ტარდება.
კონგრესის პრეზიდენტები არიან: პროფესორი თენგიზ ცერცვაძე (საქართველო) და პროფესორი ჰაკან ლებლებიჩოღლუ (თურქეთი).
კონგრესში მონაწილეობას მიიღებს კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციურ დაავადებათა დარგის არაერთი საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი და ექსპერტი.
სამი დღის განმავლობაში კონგრესზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ლექციები ინფექციურ დაავადებათა საკითხებზე, მათ შორის ახალ და ხელახლა აღმოცენებულ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები, რეზისტენტული ტუბერკულოზი და სხვ. აგრეთვე წარმოდგენილი და აქტიურად განხილული იქნება საინტერესო და რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევები (ქეისები) ინფექციურ დაავადებათა პროფილის სპეციალისტთა პირადი პრაქტიკიდან.
კონგრესის პროგრამა იძლევა აქტიური დისკუსის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის უნიკალურ შესაძლებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში С ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო სახელმწიფო პროგრამის საკითხებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საქართველო გახდება С ჰეპატიტის პრევენციისა და მკურნალობისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის და С ჰეპატიტის ელიმინაციის ერთგვარი სამოდელო ქვეყანა.
კონგრესი 30 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 17.00 საათზე გაიხსნება.