მთავარი » მსოფლიო » ბრიტანეთში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთში „ომიკრონისგან“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონისგან, სულ მცირე ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს და წერს, რომ ჯონსონმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე ვაქცინაციის ცენტრში ყოფნისას ისაუბრა. დეტალები პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე რისკების შესახებ არ ვრცელდება.

„ჩემი აზრით, საუბარი იმაზე, რომ ესაა ვირუსის მსუბუქი ვერსია, გვერდზე უნდა გადავდოთ და უნდა ვაღიაროთ ის აბსოლუტური სისწრაფე, რომლითაც ის მოსახლეობაში ვრცელდება. ამიტომ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ბუსტერების გაკეთება,“ – განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების ტემპები წარმოუდგენლად მაღალია და კორონავირუსის ეს ვარიანტი ლონდონში მცხოვრებ ინფიცირებულთა 40%-შია გავრცელებული.

ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, დეკემბრის ბოლოს ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა მილიონს მიაღწიოს.

„ჩვენ „ომიკრონის“ შესახებ ვიცით, რომ ის ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, რაც მანამდე არასდროს გვიხილავს. ინფიცირების რაოდენობა ყოველ 2-3 დღეში ორმაგდება,“ – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სეჯიდ ჯავიდმა ტელეარხ Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …