Pfizer-მა და BioNTech SE-მ განაცხადეს, რომ პირველადი ლაბორატორიული კვლევების თანახმად, მათი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა ომიკრონის შტამის ნეიტრალიზაციას ახდენს.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ კვლევის ასეთი შედეგები მსოფლიოში ბუსტერ-დოზების გაკეთების ტემპებს დააჩქარებს.
ვაქცინის ბუსტერი ანტისხეულების რაოდენობას 25-ჯერ ზრდის, რაც პირველადი ვირუსის მიმართ ორჯერადი ვაქცინაციით გამომუშავებული დაცვის ტოლფასია.
თუმცა, კომპანიები დარწმუნებულები არიან, რომ 2022 წლის მარტისთვის მათ უკვე ექნებათ მიწოდებისთვის გამზადებული, ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ამასთან, კომპანიებში აცხადებენ იმასაც, რომ ორი დოზით აცრილი ადამიანები ისევ იქნებიან დაცულნი ომიკრონის მძიმე ფორმების განვითარებისგან იმ Т-უჯრედების წყალობით, რომლებზეც ახალი ვარიანტის მუტაცია გავლენას არ ახდენს.
აღნიშნული კვლევების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საფონდო ბირჟაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა: S&P-500-ის ფიუჩერსები გაიზარდა, ისევე როგორც Pfizer -ის აქციები.