რუსეთში მოქმედი ოფთალმოლოგიური კლინიკა „ომიკრონი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ კორონავირუსის ახალ შტამს მათი ქსელის სახელი მიანიჭეს, რაც მათ ბიზნეს-იმიჯს აზარალებს.
„ჩვენი სახელწოდება დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რაღაც შტამთან ასოცირება კი ჩვენ საქმიან რეპუტაციას ზიანს აყენებს. განსაკუთრებით, თუ ეს შტამი საშიში იქნება. თავად განსაჯეთ – თუ ვინმე „ომიკრონისგან“ გარდაიცვლება – მაგალითად თქვენი მეგობარი ან ნათესავი – თქვენ ხომ დიდი ალბათობით ანალოგიური სახელწოდების კლინიკაში არ წახვალთ,“ – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათი კლინიკის სახელწოდება ბერძნული ანბანის ბგერას უკავშირდება.ნ
რუსული მედია წერს, რომ „ომიკრონის“ ხელმძღვანელობა ჯანმოსგან მოითხოვს სიტყვა „ომიკრონის“ ხმარების აკრძალვას კორონავირუსის ახალი შტამის ან ნებისმიერი სხვა ინფექციის აღნიშვნის მიზნით. ისინი მოითხოვეს, დაევალოს ჯანმოს, გააუქმოს ეს ტერმინი დოკუმენტებიდან, რომლებიც COVID-19-ის შტამს უკავშირდება.