მთავარი » მსოფლიო » Covid-19-ის ახალი შტამის გამოჩენის გამო ტურისტული კომპანიების აქციები უფასურდება

Covid-19-ის ახალი შტამის გამოჩენის გამო ტურისტული კომპანიების აქციები უფასურდება

კორონავირუსის ახალმა შტამმა, სახელწოდებით B.1.1.529, შესაძლოა ბევრ ქვეყანაში ახალი ეპიდაფეთქება გამოიწვიოს და გაზარდოს დატვირთვა სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემებზე, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ ის ვაქცინის მოქმედებას გვერდს აუვლის და, შესაბამისად, ეკონომიკების აღდგენასა და საზღვრების გახსნას შეაფერხებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, რომ პარასკევს აღნიშნულმა მოლოდინებმა მსოფლიოს ბაზრებზე რყევები გამოიწვია. ევროპის საფონდო ინდექსები და ნედლი ნავთობის  ფიუჩერსები დაეცა. განსაკუთრებით ეცემა ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიების აქციები.

რითაა გამორჩეული ეს ვარიანტი?

მეცნიერები ამბობენ, რომ B.1.1.529-ს დიდი რაოდენობით მუტაცია აქვს თავის სპაიკ-ცილაში, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის ორგანიზმში შეღწევაში. ეს კი სწორედ ის სამიზნეა, რომლისკენაც ვაქცინებია მიმართული.

მკვლევარები ამ დრომდე ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა ვირუსის ეს ახალი ვარიანტი  უფრო გადამდები და უფრო სასიკვდილო, ვიდრე წინა შტამები.
ხუთშაბათის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირების 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა და მათ შორის ახალი ვარიანტი დომინირებს.

დიდმა ბრიტანეთმა დროებითი აკრძალვა დააწესა 6 აფრიკულ ქვეყანასთან ფრენებზე. მას სხვა სახელმწიფოებმაც მიბაძეს. სინგაპური ზღუდავს იმ ადამიანების შესვლას, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ან მის მეზობელ სახელმწიფოებში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ევროკავშირი გამოვიდა ინიციატივით, აიკრძალოს ავიარეისები აფრიკის სამხრეთ ნაწილიდან.

ავსტრალიამ ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სასაზღვრო წესების გამკაცრებას სამხრეთ აფრიკიდან მიმავალი მგზავრებისთვის, თუკი სიტუაცია გამწვავდება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …