მთავარი » მსოფლიო » სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილმა შტამმა, შესაძლოა, პანდემიის ახალი ტალღები გამოიწვიოს

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილმა შტამმა, შესაძლოა, პანდემიის ახალი ტალღები გამოიწვიოს

მსოფლიოს ეპიდემიოლოგებმა საუბარი დაიწყეს კორონავირუსის ახალ მუტაციაზე, რომელიც აფრიკაში, ბოსტვანაში აღმოაჩნეს. მისი პირობითი სახელწოდებაა B11529.

 

როგორც მსოფლიო მედია წერს, მეცნიერები აკვირდებიან ამ შტამს, რადგან მასში დიდი რაოდენობით ცვლილებები დაფიქსირდა.

 

ამერიკელი მეცნიერის დოქტორ ერიკ ფეიგლ-დინგის განცხადებით, აღნიშნული შტამით ინფიცირების პირველი საერთაშორისო შემთხვევა ჰონგკონგელი მოქალაქის დაავადების ფაქტია, რომელიც სამშობლოში სამხრეთ აფრიკაში ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა.

„ჰონგონგში დაფიქსირდა 36 წლის მამაკაცის დაინფიცირების შემთხვევა, რომელსაც პისიარ ტესტის უარყოფითი შედეგი ჰქონდა ჰონგკონგიდან სამხრეთ აფრიკაში გაფრენამდე, 22 ოქტომბერს, 11 ნოემბრამდე. ჰონგკონგში დაბრუნების შემდეგ ტესტმა ასევე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა 13 ნოემბერს, როცა მამაკაცი კარანტინში იმყოფებოდა, ტესტი დადებითი აღმოჩნდა,“ – დაწერა ფეიგლ-დინმა ტვიტერზე.

 

რატომ იწვევს COVID-19-ის ახალი ვარიანტი მეცნიერების შეშფოთებას?

 

ექიმ ფეიგლ-დინგის განცხადებით, აღნიშნული სახეობა 32 მუტაციას შეიცავს. თუმცა ყველაზე მეტ შეშფოთებას მუტაციის თავისებურება იწვევს, რომელიც  ფურინის (უჯრედის ცილის) დაშლაში გამოიხატება. ეს თვისება ვირუსის გადადების უნარის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.

 

ფეიგლ-დინგის განმარტებით, მაღალგადამდებ Delta ვარიანტს, რომელმაც დიდწილად გასნაზღვრა პანდემიის მესამე ტალღის სიძლიერე სამხრეთ აფრიკაში, ფურინის დაშლის ასეთივე პროფილი ახასიათებს.

 

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ შტამმა პანდემიის ახალი ტალღები გამოიწვიოს.

 

The Guardian-ი წერს, რომ ეს შტამი ვაქცინების მიმართ მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით არ არის გავრცელებული.

 

არსებობს მოსაზრება, რომ შტამი შესაძლოა წარმოქმნილიყო იმ ადამიანის ხანგრძლივი ინფიცირების პროცესში, რომელსაც სუსტი იმუნიტეტი აქვს. მაგალითად, ასეთი შესაძლოა იყოს შიდსით ინფიცირებული.

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკის ზოგიერთი ვირუსოლოგი უკვე შეშფოთებულია ახალი შტამის გამოვლენით, რადგან რამდენიმე დღის წინ ერთერთ რაიონში, სადაც B.1.1.529-ის შემთხვევები აღმოჩნდა, კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდა აღინიშნა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …