მთავარი » მსოფლიო » აცრების დაბალი ტემპი და გაყალბებული სერთიფიკატები – რუსეთში კოვიდ-19-ით ყოველდღე 1200-ზე მეტი ადამიანი იღუპება

აცრების დაბალი ტემპი და გაყალბებული სერთიფიკატები – რუსეთში კოვიდ-19-ით ყოველდღე 1200-ზე მეტი ადამიანი იღუპება

ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით 1247 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დასაწყისის შემდეგ ახალი რეკორდია. უკვე ზედიზედ მე-9 დღეა ქვეყანაში დღე-ღამეში კოვიდ 19-ით 1200-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის განმავლობაში რუსეთში COVID-19-სგან 260 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკის სამსახურის თანახმად კი, რომელსაც თავის მონაცემებში კოვიდის ფონზე არსებული დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაც შეჰყავს, მხოლოდ აგვისტოში უკვე 417 ათას ადამიანზე მეტი იყო გარდაცვლილი.

ქვეყანაში ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება აცრების დაბალი მაჩვენებელი და ვაქცინაციის ყალბი სერთიფიკატების გაყიდვის შემთხვევების გახშირება.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ასეთი ადამიანები ახალი შტამების გამავრცელებლები არიან და საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარი ოჯახის წევრებს.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …