მთავარი » მსოფლიო » ინგლისში ბავშვების ეპიდემია დაიწყო, ქვეყანა მოზარდების ვაქცინაციას ააქტიურებს

ინგლისში ბავშვების ეპიდემია დაიწყო, ქვეყანა მოზარდების ვაქცინაციას ააქტიურებს

მასშტაბური კვლევის თანახმად, ინგლისში სასკოლო ასაკის ბავშვების კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სახელწოდებით React-1  აჩვენა, რომ Covid-19-ის გავრცელება იზრდება 17 და უმცროსი ასაკის ბავშვებში. ამ ჯგუფში ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი 1,18-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ 10 ინფიცირებული მოზარდი 12 თანატოლს აინფიცირებს, ამან კი ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი გაზარდა მიუხედავად იმისა, რომ 18-დან 54 წლამდე ასაკის ჯგუფში ვირუსის გავრცელების ინტენსივობა შემცირდა.

გასულ თვეში დიდმა ბრიტანეთმა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა ბორის ჯონსონის მთავრობისგან სულ უფრო აქტიურად ითხოვენ ახსნას, რატომ მიმდინარეობს ვაქცინაცია ნელი ტემპებით. საუბრობენ ლოჯისტიკურ პრობლემებზეც. ამცრელ ბრიგადებს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის პერსონალი, რათა

ბავშვების საკმარისი რაოდენობა აცრან. არის შემთხვევები, როდესაც მათ ვაქცინები უმთავრდებათ.

ხელისუფლება პირობას დებს, რომ მომავალი კვირის ბოლოს ვაქცინას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის იმუნიზაციაც დაშვებულია.

Bloomberg-ის მასალები

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …