მთავარი » მსოფლიო » თურქეთში 12 წლიდან ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

თურქეთში 12 წლიდან ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება 12 წლიდან მოსწავლეებსაც ეძლევათ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ასაკის ბავშვების ვაქცინაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

დღეიდან თურქეთში სკოლები იხსნება. არავაქცინირებულ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს კვირაში ორჯერ „პისიარ“ ტესტის გავლა მოუწევთ. ამასთან, სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება. სკოლების საჭირო რაოდენობის პირბადეებით მომარაგებას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …