მთავარი » მსოფლიო » „რევოლუცია კიბოს მკურნალობაში“ – ასტრაზენეკას COVID-ვაქცინის ანალოგით, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა

„რევოლუცია კიბოს მკურნალობაში“ – ასტრაზენეკას COVID-ვაქცინის ანალოგით, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლუდვიგის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს კიბოს საწინააღმდეგო ორდოზიანი ვაქცინა, რომელშიც იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც „ასტრაზენეკას“ Covid-19-ის ვაქცინაშია გამოყენებული.

ამის შესახებ სტატია Journal for ImmunoTherapy of Cancer Friday-ში გამოქვეყნდა.

მიმდინარე წელს ვაქცინის ცდები ადამიანებზე უნდა ჩატარდეს, მანამდე კი დაკვირვება თაგვებზე მიმდინარეობდა და ამ კვლევებმა აჩვენა, რომ სიმსივნის ზომა შემცირდა და გადარჩენის მაჩვენებელი გაიზარდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ ვაქცინების კვლევები მნიშვნელოვნად დაჩქარდა, რადგან მეცნიერები და მთავრობები იმაზე დიდი ტემპებით მუშაობდნენ, ვიდრე ოდესმე. მათ უფრო მეტი რესურსები ჰქონდათ იმისთვის, რათა შეექმნათ ვაქცინა, რომელიც ვირუსის შეჩერებაში დაეხმარებოდათ.

კრიზისმა აჩვენა, რომ ისეთი ტექნოლოგიები,როგორიცაა ინფორმაციული რიბონუკლეინური მჟავა (ესაა მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია), წარმატებული აღმოჩნდა და აჩვენა პოტენციალი სხვა დაავადებებთან, მათ შორის კიბოსთან ბრძოლაში.

ამის პარალელურად, მეცნიერები კიბოსთან ბრძოლის სხვა ნოვატორულ მეთოდებსაც იყენებენ, რომლებიც პროცესში იმუნური სისტემის ჩართვას ითვალისწინებს.

„ვაქცინის ამ ახალმა პლატფორმამ შესაძლოა კიბოს მკურნალობაში რევოლუცია გამოიწვიოს,“ – განაცხადა ჯენერის ინსტიტუტის დირექტორმა ადრიან ჰილმა.

ადრეულ კვლევებში მონაწილეობას მიიღებს 80 პაციენტი,რომლებსაც ფილტვის არა-წვრილუჯრედოვანი სიმსივნე აქვთ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …