მთავარი » მსოფლიო » როგორია ორჯერადად აცრილთა შორის გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკა

როგორია ორჯერადად აცრილთა შორის გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, „100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“.

„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა. ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“, – აღნიშნავს იმნაძე.

საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

საქართველოში ორჯერადად აცრილი კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის დადასტურების შემდეგ გაჩნდა კითხვა – როგორია მსგავსი სტატისტიკა მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრების ინფორმაციით, COVID-19-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებს შორის   0,001 პროცენტზე ნაკლები საავადმყოფოში მაინც მოხვდა ან გარდაიცვალა კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად.

სტატისტიკის თანახმად, რომელიც 2 აგვისტოს მონაცემებს ასახავს, 164 მილიონი სრულად აცრილი ამერიკელიდან კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვალების მხოლოდ 1507 შემთხვევა (0,001%) დაფიქსირდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი სრულად იმუნიზებულებს შორის შორის 70101-ს (0,005%) შეადგენს.

შესაბამისად, სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99,99%-ში კორონავირუსის ისეთი მძიმე ფორმები, რასაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, არ განვითარებულა

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირებულთა 74% 65 წელს გადაცილებული ადამიანია, ლეტალობის ყოველ მეხუთე შემთხვევაში კი გარდაცვალების მიზეზი იყო არა თავად COVID-19, არამედ სხვა ფაქტორი.

ცნობისთვის: საქართველოში ამ ეტაპზე 294,365 სრულად ვაქცინირებული ადამიანია. თუ მათგან ორჯერადად გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ორჯერ ვაქცინირებულებს შორის ლეტალობის მაჩვენებელი 0,0003 პროცენტს შეადგენს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …