თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების ასაკობრივი ზღვარი 15 წლამდე მცირდება, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ვაქცინაციის საშუალება მიეცემათ 12 წლის ასაკიდან იმ ბავშვებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ.
აღსანიშნავია, რომ აქამდე თურქეთში ვაქცინაცია 18 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი.
ამასთან, ქვეყანაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის საშუალება ექნებათ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განმარტებით, ვინაიდან, ზოგიერთი ქვეყანა თავის ტერიტორიაზე შესასვლელად იმ მოქალაქეებს უშვებს, რომლებსაც „ფაიზერის“ ორი დოზა აქვთ გაკეთებული, იმ პირებს, რომლებსაც პირველი და მეორე დოზა „სინოვაკით“, მესამე კი „ფაიზერით“ აქვთ აცრილი, მეოთხე დოზის „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა ექნებათ.
ipn.ge