მთავარი » მსოფლიო » შვედი ექსპერტების განცხადებით, რუსეთი AstraZeneca-ს ვაქცინის რეპუტაციის შელახვას ცდილობს

შვედი ექსპერტების განცხადებით, რუსეთი AstraZeneca-ს ვაქცინის რეპუტაციის შელახვას ცდილობს

უცხოურ სახელმწიფოებს შესაძლოა ჰქონდეთ საფუძვლიანი ინტერესი ევროპაში მიმდინარე ვაქცინაციის მიმართ. ამის შესახებ შვედური მედია წერს. di.se-ს ჟურნალისტის სტატიაში მოყვანილია შვედეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს (MSB) ერთერთი წამყვანი ექსპერტის,  მიქაელ ტოფვესონის განცხადება, რომლის თანახმად AstraZeneca-ს და სხვა ვაქცინების მწარმოებლების მიმართ პროპაგანდისტული კამპანია ხორციელდება.

„მოთამაშეებმა, რომლებიც უცხო სახელმწიფოდან არიან, გავლენა მოახდინეს ამ საკითხებზე,“ – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, როგორც კი ვაქცინის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია ჩნდება, ეს განწყობები ძლიერდება. „მე ვსაუბრობ უცხოელი სახელმწიფოებისა და  იმ პირების გავლენაზე, რომლებიც ამ სახელმწიფოებზე მუშაობენ. ეს დიდი ხანია გრძელდება,“ – აცხადებს ტოფვესონი.

უფრო მეტ მინიშნებას აკეთებს შვედური გამოცემის კიდევ ერთი რესპონდენტი, ანალიტიკოსი მათიას ჰეგბლი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ, სავაჭრო დავების გარდა, AstraZeneca გეოპოლიტიკური თამაშის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი ამბობს, რომ არ სურს იმ მონაცემების უგულვებელყოფა, რომლებიც პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ახლაც შემოდის, თუმცა, ყოველ შემთხვევაში უახლოეს დრომდე აშკარა იყო, რომ ამ ვაქცინის რისკი სხვა პრეპარატების საფრთხეებს არ აღემატება.

მიმომხილველი ელოდება, რომ AstraZeneca სხვა ვაქცინებზე მეტად იქნება უცხოური სახელმწიფოების გავლენის ქვეშ.

კითხეთ საკუთარ თავს, ვინ მოიგებს აქედან? რუსეთს მზად აქვს თავისი „სპუტნიკ ვ“ და მოხარულია მიიღოს შეკვეთები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან,“ – აცხადებს შვედი მიმომხილველი.

ამასთან, შვედეთის სოციალურ საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროგრამაზე უცხოეთის სახელმწიფოების გავლენის საკითხი მთავრობაში არ განხილულა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …