საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამინისტროში გამართული, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფსა და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ჩაინიშნა, რა დროსაც 30 წლამდე ქალს, რომელსაც „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა და ის ახლა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კოლინიკის რეანიმაციულ განყოფილბაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.