მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის საკითხები და ეპიდვითარება ილია მეორესთან შეხვედრაზე განიხილა

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის საკითხები და ეპიდვითარება ილია მეორესთან შეხვედრაზე განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოსგან დაფიქსირდა, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროპაგანდაში, თუმცა მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილებებს მიესალმებიან.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი დეტალურად ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და ასევე, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღესდღეობით კოვიდპანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ თუ რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება. აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში როგორც საქართველომ, ასევე მსოფლიომ შეძლოს და დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღეობით ჩვენ ვიმყოფებით. საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …