მთავარი » ჯანდაცვა » გააკონტროლეთ, რითი არიან თქვენი შვილები დაკავებულნი!
გააკონტროლეთ ძიძებთან ყოფნის დროს რითი არიან თქვენი შვილები დაკავებულნი. 25 წლის წინ ერთი აუტისტი ბავშვი მყავდა.

გააკონტროლეთ, რითი არიან თქვენი შვილები დაკავებულნი!

ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მკაცრ რეკომენდაციას ავრცელებს.

ფსიქოლოგის განცხადებით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტების რიცხვმა, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად იმატა. ირინა ნიკოლაიშვილი აფრთხილებს მშობლებს, მკაცრად განსაზღვერონ კომპიუტერებთან და ტელევიზორთან ბავშვების ყოფნის დრო.

„უმორჩილესად მოგმართავთ ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნათესავებს, ნაცნობებს, ახალგაზრდა კოლეგებს, ჩემს ირგვლივ მყოფ დედებს!!!

ნუ აყურებინებთ გამუდმებით ბავშვებს ტელევიზორს, ნუ ჩაურთავთ ტელეფონებში გაურკვეველი გამოსახულების მულტფილმებს, ნუ ასმენინებთ უცხო ენოვან სიმღერებს, ნუ მისცემთ კომპიუტრთან განუსაზღვრელი დროით ყოფნის უფლებას, განსაკუთრებით 1 დან 2 წლამდე.

გააკონტროლეთ ძიძებთან ყოფნის დროს რითი არიან თქვენი შვილები დაკავებულნი.
25 წლის წინ ერთი აუტისტი ბავშვი მყავდა. დღევანდელმა დღემ შემაძრწუნა. 10 პაციენტიდან ათივე აუტისტური სპექტრის აშლილობით იყო მოსული.

შეუძლებელია ათივე ისტორია იდენტური იყოს.

დროა დამთავრდეს!!!!!!!

“არ ვიცოდი”, “სხვანაერად არ ჭამდა” ,
“არავის არ უთქვამს”….

კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ. აუტიზმის მიზეზებსა და წარმომავლობაზე არ ვსაუბრობ.
აუტური სპექტრის აშლილობებით დიაგნოზირებულ ბავშვებში იგულისხმებიან მეტყველების, კომუნიკაციის უნარის არ მქონე ბავშვები. ყურადღების დეფიციტით და მოტორული განვითარების შეფერხებით.

იმდენად, რამდენადაც მე აქტიური შეხება მაქვს ყოველდღიურად ამ სირთულის დაძლევასთან და საკმაოდ დიდი გამოცდილება მერწმუნეთ ეს პრობლემა მარტო საკვებში, გარემოში, დიაგნოსტირებაში არაა.

არასწორი განვითარების შედეგად მდგომარეობა გაცილებით რთული და უმართავი ხდება, ხოლო გამოსწორება დაგვიანებული“, წერს ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი.

new.news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …