მთავარი » ჯანდაცვა » ალექსანდრე კვიტაშვილმა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა
დეპუტატებმა კვიტაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ კენჭი ოთხჯერ უყარეს, ვერც ერთი კენჭისყრის დროს მინისტრის გადადგომისთვის საჭირო 226 ხმა ვერ მოაგროვეს.

ალექსანდრე კვიტაშვილმა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრის შედეგად ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დაკავებული თანამდებობიდან ვერ გადააყენა. დეპუტატებმა კვიტაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ კენჭი ოთხჯერ უყარეს, მაგრამ ვერც ერთი კენჭისყრის დროს მინისტრის გადადგომისთვის საჭირო 226 ხმა ვერ მოაგროვეს. 

რადის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კვიტაშვილმა, თავის მხრივ, ჯანდაცვის კომიტეტი რეფორმების ბლოკირებაში დაადანაშაულა.

„ჯანდაცვის კომიტეტში ამ დარგის რეფორმირებას მხოლოდ ორმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. უმრავლესობა კი წინააღმდეგ გამოვიდა. მე ყველა ამ ადამიანის გვარი მაქვს. აი სწორედ ესენი არიან მაფიის წარმომადგენლები“, – განაცხადა კვიტაშვილმა.

თავის მხრივ, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენელმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მინისტრს რეფორმის პროექტი პარლამენტში ერთი თვის წინ კი არა, ერთი წლის წინ უნდა წარედგინა. ალექსანდრე კვიტაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 2 ივლისს დაწერა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …