11-14 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა.
სხდომაში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება .
2017 წლის სხდომის დღის წესრიგშია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა:
- 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობები და გამოწვევები,
- 2020 წლის მდგრადი განვითარების მიზნების პოლიტიკის ჭრილში
- გარემოს და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების 2020 და 2030 წლების გეგმის მიხედვით.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდის მიზნით.
- ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულირების (2005) კომპონენტების განხორციელების დაჩქარება და ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრ ქვეყნებში ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება.
4 დღიან პროგრამაში , ასევე გათვალისწინებულია მოხსენებები 2012-2020 წლებში ევროპის სამოქმედო გეგმის შესახებ ალკოჰოლური სასმელების მავნე გამოყენების შემცირების მიზნით.
ევროპის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საკვებისა და კვების, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. სხვა მნიშვნელოვანი საბჭოების არჩევნებთან ერთად, სხდომაზე დასახელდება აღმასრულებელი საბჭოს 4 წევრი და აირჩევა მუდმივმოქმედი რეგიონალური კომიტეტის 4 წევრი .