ესპანელმა მედიკოსებმა ყავის ყოველდღიური ოპტიმალური დოზა განსაზღვრეს, რაც ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილების საშუალებაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ყოველდღიურად ოთხი ფინჯანი ყავის მიღება 64 პროცენტით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს, სამი ფინჯანი – 30 პროცენტით, ორი ფინჯანი კი – 22 პროცენტით.
მეცნიერები კვლევისას 20 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა 10 წლის განმავლობაში შეისწავლებოდა. ყავის ამ სასარგებლო თვისებას მკვლევარები მასში არსებულ ანტიოქსიდანტებში ხედავენ.
კვლევის დაახლოებით მსგავსი შედეგები წარმოადგინეს ამერიკელებმა ივლისში. მათი დასკვნით, ყოველდღიურად თითო ფინჯანი ყავის მიღება 12 პროცენტით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.