2017 წლის 4-23 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო პალატისა და ჩინეთის ჯანმრთელობისა და ოჯახის დგეგმვის ნაციონალური კომისიის მოწვევით იმყოფებოდნენ ქ. პეკინში საქართველოს მხარისათვის ორგანიზებულ სემინარზე
ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ადმინისტრირება
სემინარზე საქართველოს დელეგაცია გაეცნო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემის ადმინისტრირების მოდელს, ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს, მიღწევებსა და გამოწვევებს.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო სახის ვიზიტები სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში პეკინსა და ქ. ჟენჟოუში (ჰანანის პროვინცია). ქ. ჟენჟოუში შედგა შეხვედრა ჰანანის პროვინციის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „Beijing Health Conference” აბრეშუმის გზის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების ოფიციალური პირების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული უახლესი სამედიცინო აპარატურის გამოფენა-დათვალიერება.