მთავარი » ჯანდაცვა » ქართულ ხალხურ მედიცინას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ქართულ ხალხურ მედიცინას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 

შესაბამისი ბრძანება სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა გამოსცა.

„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ამ ბრძანების საფუძველზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს.

reginfo.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …