შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ის ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელ კარლ ვაითთან ერთად, წალკაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებას ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატი გადასცა.
10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. მედპერსონალმა აღჭურვილობის მოხმარებისთსვის შესაბამისი სწავლებაც გაიარა. ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 კლინიკას ჰქონდა.
ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, ამ აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა აღიჭურვება. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი. აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა ახალშობილთა სმენის სკრინინგის 4 აპარატი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა.
მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა.