საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარის სამედიცინო დაწესებულებების წარმოამდგენლებს შეხვდა.
დავით სერგეენგომ 50 მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა.
განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე გამახვილდა, რომლის მიხედვითაც ივლისიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე პირებს მედიკამენტები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელემენაციის პროგრამის ფარგლებში დაწყებულ კამპანიაზე და სკრინინგში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზეც იმსჯელეს.