11-12 ივლისს, ბათუმში კონფერენცია გაიმართება, რომელზეც განიხილება 2017-2030 წლამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართულების ხედვა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონფერენციაზე საუბარი იქნება თუ როგორ უნდა განვითარდეს ჯანდაცვის სისტემა მომავალ წლებში.
„11-12 ივლისს მნიშვნელოვანი კონფერენციაა ბათუმში, სადაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, განიხილება 2017-2030 წლამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართულებების ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჯანდაცვის სისტემა. პირველ ასეთ პროექტს წარადგენს ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან იყო შექმნილი”, – განაცხადა გამყრელიძემ.