მთავარი » ჯანდაცვა » ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან
გოცირიძე: ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან - გასარეკია ჯანდაცვის სამინისტროს უფროსობა.

ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.

„ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია! 

თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა რაიმე დანაშაული არ ჩაიდინოს ან საკუთარ თავს არ მიაყენოს ზიანი.

გუშინ ახალგაზრდა ქალმა კვლავ მოკლა მშობელი.  

ოთხმილიონიან ქვეყანაში იმაზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება, ვიდრე მასზე მრავალრიცხოვან ქვეყნებში.

ათასობით პაციენტი არის დარჩენილი მკურნალობის გარეშე. ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსება კატასტროფულ მდგომარეობაშია. წელიწადში მხოლოდ 16 მილიონი ლარი იხარჯება ყველაფერზე, რაც კი ფსიქიატრიას ეხება-საავადმყოფოებით დაწყებული, პოლიკლინიკებით დამთავრებული. ეს ფული დასავლეთში ერთ ფსიქიატრიულ კლინიკასაც კი არ ეყოფოდა.

მაშინ, როცა ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს მიაღწია, წლებია ფსიქიატრიას დაფინანსება არ ეზრდება. პირიქით, ლარის გაუფასურებისა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო, რეალურ გამოხატულებაში დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად და უსინდისოდ ექცევიან.
გასარეკია მთელი სამინისტროს უფროსობა!“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …