საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს, შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში როგორიცაა:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის განვითარება – ჯანდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების განვითარება, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ლაბორატორიული მეცნიერებების განხრით;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურობის გაძლიერება, ახალი და ხელმეორედ აღმოცენებადი დაავადებების, ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისა და ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება;
- აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას, გაცვლით ვიზიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის მომზადებას, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და რეაგენტების გადაცემას საქართველოსთვის და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საშუალებით.