შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ისრაელს შორის 25 წლიანი დიპლომატიური კავშირის ფარგლებში, სამედიცინო მიმართულებით ქვეყანათაშორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მედპერსონალის გადამზადების პერსპექტივები განიხილეს.
Jandacvis Saministro