34 კვირის ორსულს ექიმებმა Helsicore – ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში კარდიოლოგიური ოპერაცია და საკეისრო კვეთა ჩაუტარეს.
პაციენტს აღმავალი აორტის და აორტის სარქველის სასწრაფო პროთეზირება ესაჭიროებოდა, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო.
პაციენტი ღუდუშაურის კლინიკიდან მეან-გინეკოლოგთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე ორი კლინიკის – „ჰელსიკორის“ და „ღუდუშაურის“ სპეციალისტთა გუნდმა უმოკლეს დროში დასვა დიაგნოზი და ოპერაცია წარმატებით დაასრულა.
ურთულესი ოპერაცია 11 საათს გრძელდებოდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
ქართული მედიცინის ისტორიაში უნიკალური ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
Jandacvis Saministro