მთავარი » ჯანდაცვა » აჭარის სკოლებში მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები იწყება
კონსულტაციას მიიღებენ ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს სკოლებში პირველი-მერვე კლასის მოსწავლეები

აჭარის სკოლებში მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევები იწყება

სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ-ერთი ღონისძიების – ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”, განხორციელების ხელშეწყობას,- ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის N1 პოლიკლინიკა განახორციელებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში.

მემორანდუმის თანახმად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციას მიიღებენ ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს კერძო და საშუალო სკოლების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეები.

პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა.

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორგანიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.

2016 წელს მომსახურებით ისარგებლა 32 681-მა ბენეფიციარმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …