2016 წლის 2 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა მოლდოვეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ალიონა სერბულენკო.
ვიზიტის დროს ქალბატონ ალიონას ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. ასევე, მოხდა გამოცდილების გაზიარება.