შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ბელორუსიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შილო ვიაჩესლავს და ბელორუსიის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთ ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროში განხორციელბული რეფორმების შესახებ და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას, სამედიცინო ტურიზმის განვითარებას საქართველოში და ამ მიმართულებით ბელორუსიის გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვეს ფარმაცევტული ბაზრის განვითარებას საქართველოში.