მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაცია – „თავს ვანებებ“ შეიქმნა
საქართველოში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაცია - „თავს ვანებებ“ შეიქმნა

საქართველოში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაცია – „თავს ვანებებ“ შეიქმნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, პროექტის – „თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

პროექტი „თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის FCTC-ის მოთხოვნების სისრულეში მოყვანას, ადგილობრივ რეალობასა და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს პროდუქციის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებას.

პროექტის მიზანია გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება ტექნიკური და საკანონმდებლო ბაზის განვითარების მეშვეობით და ჩამოაყალიბოს საფუძველი თამბაქოს კონტროლის რეგულირების ავტორიზებული ორგანოს შესაქმნელად.

პროექტი ხორციელდება „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებითა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის ტექნიკური დახმარებით. შეხვედრაზე თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაციის პრეზენტაციაც მოხდა.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …