მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » DTRA დირექტორის მოადგილის კოტ ჯერებაკის ვიზიტი ლუგარის ცენტრში
ადმირალმა ჯერაბეკმა საუბარში ხაზი გაუსვა დკსჯეც- DTRA წარმატებულ თანამშრომლობას და შესაბამის შედეგებს.

DTRA დირექტორის მოადგილის კოტ ჯერებაკის ვიზიტი ლუგარის ცენტრში

2017 წლის 8 თებერვალს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორის მოადგილე – ადმირალი სკოტ ჯერაბეკი დელეგაციასთან ერთად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა – ბატონმა ამირან გამყრელიძემ ამერიკელ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნო ლუგარის ცენტრის ძირითადი ფუნქცია, ექსკლუზიური შესაძლებლობები და სტრატეგიული მიმართულებები შემდგომი განვითარების კუთხით.

ადმირალმა ჯერაბეკმა საუბარში ხაზი გაუსვა დკსჯეც-DTRA წარმატებულ თანამშრომლობას და შესაბამის შედეგებს. ორივე მხარემ ასევე განიხილა მომავალი პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივა და მიმართულებები. შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრი.

On February 8, 2017 DTRA / Director General – Admiral Scott Jerabek together with other DTRA representatives visited the R. Lugar Center for Public Health Research. Dr. Amiran Gamkrelidze – NCDC / Director General presented the main functions and responsibilities, exclusive capacity and vision of further development of the Lugar Center.

Admiral S. Jerabek noted the successful collaboration and outcomes between NCDC and DTRA. The parties also discussed the directions and plans of further partnership relations. In the end the US delegation had a tour of the Lugar Center.

ncdc

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …