მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე “კიბოს მსოფლიო დღე”
2017 წლის 4 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე კიბოს მსოფლიო დღე.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე “კიბოს მსოფლიო დღე”

2017 წლის 4 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე კიბოს მსოფლიო დღე.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და კიბოს პრევენციისა და მართვის სფეროში მომუშავე ექსპერტები.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა კიბოს რეგისტრის 2016 წლის მონაცემების პირველადი ანალიზი და კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის განახლებული პროექტის ძირითადი საკითხები.

2013 წელს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ითავა კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის კოორდინაცია, შეიქმნა სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი.

სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ონკოლოგიურ დაავადებათა მართვისა და პრევენციის სფეროში მომუშავე ექსპერტები, პროფესიული ასოციაციები და სხვა დაინტერესებული პირები. სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია რამდენჯერმე მოხდა სამედიცინო საზოგადოებაში – როგორც ონკოლოგებთან, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან.

სტრატეგიაში გათვალისწინებულია კიბოს თერაპიის სამოქმედო პროგრამის მისიის წარმომადგენლთა ყველა რელევანტური რეკომენდაცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კიბოს თერაპიის სამოქმედო პროგრამის (Programme of Action for Cancer Therapy – PACT) ერთობლივი მისია საქართველოში 2014 წელს იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა კიბოს კონტროლის საჭიროებების შეფასება.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის განახლებული ვერსია, რომელიც შეხვედრის შემდეგ გადაეგზავნა ყველა მონაწილეს, რათა დასამტკიცებლად წარდგენამდე ყველას ქონდეს შესაძლებლობა რეკომენდაციებისა და კომენტარების მოწოდების თვალსაზრისით.

ncdc

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …