მთავარი » ჯანდაცვა » ვის შეუძლია ისარგებლოს სკრინინგ ცენტრის უფასო მომსახურებით
ვის შეუძლია ისარგებლოს სკრინინგ ცენტრის უფასო მომსახურებით - სერვისი პირველი თებერვლიდან განახლდა

ვის შეუძლია ისარგებლოს სკრინინგ ცენტრის უფასო მომსახურებით

დედაქალაქის მოსახლეობისთვის თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო მომსახურება პირველი თებერვლიდან განახლდა.

სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელის რემა ღვამიჩავას განაცხადებით, თბილისის მოსახლეობა შესაბამის სერვისს კვლავ მიიღებს და ნებისმიერ მსურველს, რომელიც პროგრამით გათვალისწინებულ ასაკობრივ ჯგუფს აკმაყოფილებს, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის გამოსაკვლევად, უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება.

– პირველი თებერვლიდან, თბილისის მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომია კიბოს სკრინინგის პროგრამა.

თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში მდებარე სკრინინგ ცენტრებს მიაკითხონ და შესაბამისი სერვისი მიიღონ. პროექტს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, თბილისის მერია ახორციელებს.

– რეგიოენების მოსახლეობისთვის თუ იყო სკრინინგ სერვისით სარგებლობა შეზღუდული? 

– არა, რეგიონებში სკრინინგის პროგრამის წყვეტა არ ყოფილა და მოსახლეობა იღებდა და იღებს ამ მომსახურებას უპრობლემოდ.

– რა ასაკობრივ ჯგუფებს შეუძლიათ სკრინინგით სარგებლობა? 

– ძუძუს კიბოს სკრინინგით სარგებლობენ 40-70 წლის ქალბატონები; საშვილოსნოს ყელის სკრინინგით 25-60 წლის ქალბატონები; მსხვილი ნაწლავის სკრინინგის ჩატარება 50-70 წლის მამაკაცებსა და ქალბატონებს შეუძლიათ; პროსტატის სკრინინგის პროგრამით კი, 70 წლის ასაკიდან მამაკაცები სარგებლობენ.

– მოქალაქემ სკრინინგის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სად შეიძლება მიიღოს? 

– დამატებით ინფორმაციას ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში მიიღებენ. ასევე, შეუძლიათ დარეკონ სკრინინგ ცენტრის ცხელ ხაზზე – 220-35-35 და ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ პასუხს, რომელიც აღნიშნულ სამედიცინო პროგრამას ეხება.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, სკრინინგ ცენტრს ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ, რადგანაც დროული სკრინინგი მოქალაქეებს კიბოს გართულებულ ფორმებსა და სავალალო შედეგებს თავიდან ააცილებს.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …