შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული მსოფლიო ბანკის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის პროგრამების ახალ ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში ლირე ერსადოსასა და პროგრამების კოოორდინატორს სევიმლის შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბრის მთავარი თემა ჯანდაცვის მიმართულებით უკვე განხორცილებეული და დაგეგმილ რეფორმები იყო.
ლირე ერდოსამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი წარმატებულ პროგრამად დაასახელა და აღნიშნა, რომ სწორედ პროგრამის დამსახურებით ბოლო წლების განმავლობაში, მოსახლეობის წვდომაა ჯანდაცვის სერვისებზე რამდენჯერმე გაიზარდა.
დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
Jandacvis Saministro