შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
კლინიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის, ადგილზე სამშენებლო-სამონტაჟო პროცესები მიმდინარეობს.
220 საწოლზე გათვლილი, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიანი იქნება და უახლესი აპარატურით აღიჭურვება. რუხის, მიმდებარე სოფლებისა და აფხაზეთის მაცხოვრებლები ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო სერვისს მიიღებენ.
კლინიკური ფუნქციების პარალელურად მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პაციენტების ოჯახის წევრებისა და რეზიდენტებისთვის კი სასტუმრო იფუნქციონირებს.
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო.
Jandacvis Saministro