მთავარი » ჯანდაცვა » აჭარის ამბულატორიებში რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა გაიზარდა
აჭარაში მიმდინარე წლის მონაცემებით, გრიპისა და რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე 189 ადამიანს შეადგენს

აჭარის ამბულატორიებში რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა გაიზარდა

აჭარის რეგიონში, მიმდინარე წლის მონაცემებით, გრიპისა და რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე 189 ადამიანს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა გავრცელების შესახებ აჭარის რეგიონში, 23 იანვრის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე 189 ადამიანს შეადგენს. ამავე დროს ბოლო კვირის მონაცემები წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით არის შემცირებული.

მიმართვიანობის საქართველოს საშუალო მაჩვენებელი, წლის მეორე კვირის მდგომარეობით, 136 ადამიანს შეადგენს. სავარაუდოდ, მიმართვიანობის შემთხვევათა აღნიშნული დონე შენარჩუნდება მომდევნო პერიოდშიც, შედარებით ნაკლები ინტენსივობის ტალღა დაფიქსირდება თებერვლის თვეში, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

იგივე წყაროს ცნობით, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული შემთხვევების 80% რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში.

pia.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …